Monday, July 3, 2017

დღე მე-9

    დღეს გავეცანით პროექტის პორტფოლიოს ჩვენებას, დიფერენცირებული სწავლების ნიმუშებს, გავეცანით მასწავლებლის სამუშაო ფურცელს, ამოვირჩიეთ დიფერენცირებული სწავლების ნიმუშები და ჩავწერე ჩემი პროექტის გეგმაში,გავეცანით როგორ დავალებები შეიძლება მივცემთ მარალი აკადემიური მზაობის მოსწავლეებს. დავასრულეთ პროექტის გეგმის შედგენა და ვისწავლეთ ჩვენი საქაღალდის ატვირთვა და გამოქვეყნება ბლოგზე.გავეცანით როგორ შეიძლება პროექტის დასრულების შემდეგ,მოსწავლეების პრეზენტაციების განხილვა და შეფასება.
     დასრულდა ჩვენი ტრენინგი, ძალიან კმაყოფილი ვარ , ბევრი რამე შევისწავლე პროექტების შესახებ, დაგეგმილი მაქვს განსახორციელებელი პროექტი,რომელსაც ახალი სასწავლო წლიდან ვგეგმავ. დიდი მადლობა დიმიტრის, რომ ასე კარგად და დაწვრილებით აგვიხსნა ყველაფერი.

ჩემი პროექტის პორტფოლიო


საქაღალდის ბმული

Tuesday, June 27, 2017

დღე მე-8

   დგეს გადავხედეთ  პროექტის გეგმას ,ჩავინიშნეთ და შევიტანეთ შესწორებები,გავეცანით კოლაბორაციული შეფასების სქემას, რომელიც ძალიან მოგვეწონა.გავეცანით მოსწავლეთა წარმატებების დაგეგმვის ნიმუშებს,როგორ უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლეთა საჭიროება. გავეცანით ფასილიტაციას, რესურსებში მოვიძიეთ და გავეცანით ნიმუშებს, ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით, მადლობთ.

Monday, June 26, 2017

დღე 7

        დღეს გავეცანით მოსწავლეთა პროექტების შეფასებას, განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები,გავეცანით შეფასების რობრიკებისა და ცეკლისტების ბიბლიოთეკას,. განვიხილეთ რამდენიმე პროექტი და მათი შეფასების სქემები და რუბრიკები, რომელიც მოვარგეთ ჩვენს მიერ არჩეულ პროექტის თემას.
     განვიხილე ჩვენი პროექტების მსვლელობის მონახაზი, მივიღე ძალიან სასარგებლო რეკომენდაციები და რჩევები,რაზედაც დიდი მადლობელი ვარ.

Thursday, June 22, 2017

დღე მე-6

  დღეს შევისწავლეთ პროექტის პორთფოლიოს პრეზენტაციის ატვირთვა. ამისათვის ვისწავლეთ "დრაივზე" ატვირთვის ეტაპები, რომელიც ძალიან საინტერესო და გამოსაყენებელია.შევქმენით მოსწავლის ნიმუში, ამისათვის ვორდის ფურცელში ვისწავლეთ ჩეკლისტის გაკეთება, შემდეგ სლაების ჩასმა-დასათაურება.
 დღავანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო, შესწავლილ მასალას აუცილებლად გამოვიყებ.

ჩემი პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია

Wednesday, June 21, 2017

დღე 5

   დღეს ვისწავლეთ პრეზენტაციის მომზადება სასწავლო პროექტზე,გავეცანი პროექტების რამდენიმე შაბლონს, ძალიან მომეწონა. შაბლონების მიხედვით შევეცადე დამეწერა ჩემი პროექტის პრეზენტაცია. გავიხსენეთ გარდნერის და ბლუმის ტაქსონომიის სააზროვნო უნარები,გავეცანით კონსტრუქციული უკუკავშირის ნიმუშებს. ვისწავლე მეგობრის ბლოგზე ნიმუშის დაწერა.დღეს შესწავლილი მასალა  გამომადგება ჩემი სასწავლო პროექტის დაწერა და განხორციელებაში.