დღეს გავეცანით პროექტის პორტფოლიოს ჩვენებას, დიფერენცირებული სწავლების ნიმუშებს, გავეცანით მასწავლებლის სამუშაო ფურცელს, ამოვირჩიეთ დიფერენცირებული სწავლების ნიმუშები და ჩავწერე ჩემი პროექტის გეგმაში,გავეცანით როგორ დავალებები შეიძლება მივცემთ მარალი აკადემიური მზაობის მოსწავლეებს. დავასრულეთ პროექტის გეგმის შედგენა და ვისწავლეთ ჩვენი საქაღალდის ატვირთვა და გამოქვეყნება ბლოგზე.გავეცანით როგორ შეიძლება პროექტის დასრულების შემდეგ,მოსწავლეების პრეზენტაციების განხილვა და შეფასება.
დასრულდა ჩვენი ტრენინგი, ძალიან კმაყოფილი ვარ , ბევრი რამე შევისწავლე პროექტების შესახებ, დაგეგმილი მაქვს განსახორციელებელი პროექტი,რომელსაც ახალი სასწავლო წლიდან ვგეგმავ. დიდი მადლობა დიმიტრის, რომ ასე კარგად და დაწვრილებით აგვიხსნა ყველაფერი.